რატომ ტყეში?

დიდი გამოცდილება არ მაქვს აქეთ-იქით სიარულში, სულ 3-ჯერ ვიყავი, მაგრამ, რის დასაწერადაც მოვედი, ის შეგრძნება საკმაოდ განვიცადე, რომ დარწმუნებით ვთქვა:

ორჯერ ორივითაა ალბათ, მაგრამ
როცა ქალაქს გასცდები და დანიშნულების ადგილი ბუნება გაქვს,
კომუნიკაციებს მოწყვეტილი ხარ და მხოლოდ თანამგზავრებს და მშობლებს ეკონტაქტები,
ეს ყველაფერი კი რამდენიმე დღეს გრძელდება,
სულ სხვა, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ხარ. Continue reading

წლის მიმოხილვა

მგონია, რომ რევიუ გავაფუჭე, თუმცა ჩემი ამბავი რომ ვიცი, წელიწადში რამდენჯერმე მივუბრუნდები და  დავარედაქტირებ, ასე რომ, რაც არის – არის.

მინდა ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვე და იანვრით დავიწყო, თუმცა რატომღაც არაფერი მახსენდება ისეთი და ჩემი თაიმლაინიც არაფერს მაუწყებს გარდა საყვარელი, გიქური პოსტებისა. მახსოვს რომ რთული პერიოდი იყო, რადგან სახლს ვარჩევდით, უნივერსიტეტში არ დავდიოდი და რომც მევლო, იქ არაფერი ხდებოდა და ალბათ ხანდახან სადმე ანდეგრრაუნდ ბარში ვსვამდი ხოლმე. Continue reading