რატომ უნდა წავშალო ფეისბუქი

ფეისბუქის გამო, ინტერნეტს სწორად ვეღარ ვიყენებ. ინტერნეტში ონლაინ ყონფის 90%-ს ამ მედიაზე ვატარებ და უკვე რაღაცების დაგუგლვაც კი მეზარება.

ძალიან ბევრი ჯანქი ინფორმაცია: მიმები, ზურაბიშვილის გამოთქმები; რომელიღაც საარჩევნო უბანზე ვიღაცის მიერ მოპოვებული ყველაზე მეტი ხმა; მუსიკა, რომელსაც არ მოვუსმენ; 90-იანების ქართველ ელიტაზე დაჯმა; ბექა მამუკაშვილის პოსტი კიტრის მარინადზე; DISCOVERY-ის სტატია, რომელსაც არც წავიკითხავ, არც გავხსნი; Trust me I’m a biologist-ის უაზრო მიმი, რომლის დანახვაც კი უხერხულობას მგვრის; მორიგი პოსტი თგს-ში – “აი ესა და ის ხდება და იქნებ მოხვიდეთ გონს, მეგობრებოოოო???”

ზედმეტი ინფორმაცია ვიღაცების აქტივობებზე: ნამდვილად აღარ მაღელვებს როგორი კექსი გამოაცხე და ვისთან ერთად ჭამე; არ მინდა ვიცოდე შენი დაქალი როგორი ლამაზია;

ციტატა ახალი ამბები: popmusic.ge-ის, on.ge-ის და მისნაირების სიახლეები – “ტიმოთე შალამრაღაცგვარმა კლაუდია შიფერს შეხედა და ფანები უკვე სცენარებს წერენ”, “ნახეთ რატომ არ გადისა ემინემმა ვიღაც”, “ნახეთ, რატომ მოიხადა ემინემმა ვიღაცის გადისვისგამო ბოდიში”. News is all tweets these days!!!!!

აპლიკაცია ძალიან უცნაურად მუშაობს, ხშირად მალოგინებს, ორ ეტაპიანი აუთენთიკაციაც რაღაც ვერ მუშაობს. ბოლო დროს გახშირებული თავდასხმები, უსაფრთხოების მხრივ უკვე პატრონი აღარ ყავს აქაურობას.

რეკლამები. შიშით მართლა ვერაფერი დამიგუგლავს, რომ მერე რეკლამად არ გაიჩითოს ნიუს ფიდზე და ჩემმა მეგობრებმა არ იცოდნენ ჯანმრთელობის რა პრობლემა მაწუხებს 🙂

ფეისბუქი ურთიერთობებში ბზარებს აჩენს. ნახევარი საათის წინ, ჩემს ბავშვობის მეგობარს და ცხოვრების დიდ სიყვარულს ვუსაყვედურე, არაფერს მილაიქებ-მეთქი. სერიოზულად??

რატომ ვერ ვტოვებ ფეისბუქს:

Uuuum, მინდა, რომ ყველაფერს ბოლო არ ვიგებდე ??? Obviously?????

მინდა, რომ არ გამომრჩეს, სადმე კარგი ივენთი თუა.

იმიტომ, რომ აცტეკური ცხოვრება არ მინდა და უფეისბუქობა, დღეს, უკვე მაგას ნიშნავს.

მინდა, რომ ახალი ამბებიც ვიცოდე, რადგან ტელევიზორი არ მაქვს.

რამე კარგს რომ ვაკეთებდე და დაპოსტვა და სოციალიზაცია მომინდეს, რა ვქნა მერე?????

ყველა რო ნაშობს და ბედნიერია და მე რო არსად ვიქნები, იტყვიან, ნეტა ნატალი სად გაქრაო და მერე ვიღაა უპასუხებს, რეავი მაგის დედაც მოვტყანო??????

რამდენიმე საინფორმაციო პორტალისგან საინტერესო ამბებს ვიგებდი, BBC, Futurism, National Geographic, რადიო თავისუფლება, ლიბერალი, ონჯიც ჯანდაბას და კიდევ სხვები

კარგი, რა შემიძლია, რომ გავაკეთო, უფეისბუქოდ ცხოვრების შესამსუბუქებლად:

გადმოვწერო news app-ები, უცხოურ მედიებს მარტივად ვმართავ, ქართული მედიების შემოწმება მომიწევს პერიოდულად;

ხანდახან შევამოწმო ხოლმე ვებგვერდები: eventer.ge, biletebi.ge, ათასში ერთხელ bassiani.com-იც, რა იცი, რა ხდება?

ხშირად მოვიკითხო მეგობრები, რომლებიც რა თქმა უნდა, არ მეტყვიან ხოლმე, რა ხდება მათ ცხოვრებაში ახალი და ჩემ ყლეს გავიგებ ახალს, მაგრამ, სხვა რა გზაა.

Youtube-ზე დავალაგო სიტუაცია, გადავარჩიო გამოწერები, რომ მართლა რაც მაინერესებს იმან წაიღოს ყურადღება.

კაი, ეხლა რა იქნება?

ცოტახანს, ვეცდები გადავალაგო ნიუს ფიდ პერფერენციები, იქნებ ეს სივრცე ოდნავ უფრო საინტერესო გახდეს. უსაფრთხოებას რაც შეეხება, პირადი მიმოწრების წაშლა ურიგო არ იქნებოდა. გამოსაცდელ ვადას ვაძლევ ჩემს თავს და ფეისბუქს, მოკლედ. აპა ჰე.