წლის მიმოხილვა

მგონია, რომ რევიუ გავაფუჭე, თუმცა ჩემი ამბავი რომ ვიცი, წელიწადში რამდენჯერმე მივუბრუნდები და  დავარედაქტირებ, ასე რომ, რაც არის – არის.

მინდა ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვე და იანვრით დავიწყო, თუმცა რატომღაც არაფერი მახსენდება ისეთი და ჩემი თაიმლაინიც არაფერს მაუწყებს გარდა საყვარელი, გიქური პოსტებისა. მახსოვს რომ რთული პერიოდი იყო, რადგან სახლს ვარჩევდით, უნივერსიტეტში არ დავდიოდი და რომც მევლო, იქ არაფერი ხდებოდა და ალბათ ხანდახან სადმე ანდეგრრაუნდ ბარში ვსვამდი ხოლმე. Continue reading

Advertisements

თავად “ჩემინავასთან”

ამ დღეზე პოსტი რო არ დამეწერა, უბრალოდ ჩემი მომავალი თაობა ვერ მაპატიებდა! დილით ჩვეულებრივ სკოლაში წავედი, სასწავლო დღემ რაღაც სწრაფად და კარგად ჩაიარა, იმას თუ არ ჩავთვლით რო ლევანი მთელი დღე უჟმური გამოხედვით გონებას მიწამლავდა. ელეს და ანას წანწალი უნდოდათ … Continue reading

ერთხელ რუსთავში…

სამშაბათი დღე, დილა ჩვეულებრივი, სკოლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ადგომა და დაგვიანება 3 წუთით. 6 გაკვეთილი და დირექტორისგან დათხოვნილი მე11 კლასი, რომელსაც მართვა არ აინტერესებს თურმე. სკოლიდან რომ წამოვედი არჩევანი მიწევდა ჩემინავას და სასახლეს შორის. სასახლეში უკვე ზედიზედ ბევრჯერ გამიცდა … Continue reading

ბლოგერების კიდევ ერთი დღე

მთელი კვირა ვნერვიულობდი შაბათის წინ პარასკევს გეოგრაფიის სწავლას რომ უნდა მოვმწყდარიყავი და ბავშვებს შევხვედროდი. პარასკევს, მე6 გაკვეთილი გეოგრაფიის საკონტროლო მქონდა, რომელიც დავწერე და რომ მახსენდებოდა, რომ სადღაც 1 საათში სასწაული დაიწყებოდა – მაჟრიალებდა. პირველი მივედი რუსთაველის მეტროსთან. ეგ ადგილი უკვე … Continue reading

ბლოგერების შემდგარი შეხვედრა

პირველი ბლოგერების არ შემდგარი შეხვედრა იხილეთ აქ.

ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ექსპრონტად და სწრაფად დაიწყო. ჩემინავას პოსტი დავინახე

Untitled

 

გამოვეხმაურე ბავშებს, რა ხდება მეთქი, ვიკრიბებით მარჯანიშვილთანო, ვიკითხე ეს მანაგაძის ივენთია მეთქი? ნანუკამ ანუ ემილი სმითმა არაო მითხრა ისე, რომ თვითნაც არ იცოდა. მე და გიგას დაძაბული გვქონდა ძალიან და რაკი გავიგე, რომ მისი ივენთი არ იყო, მივწერე ჩემს შვილს ნიკას-პოვეტს, წავიდეთ დედა, ვნახოთ ბავშვები მეთქი და გამოვლაგდით სახლებიდან. ნიკა რუსთაველის მეტროში შიგნით უნდა დამლოდებოდა, ერთად მისვლას სხვა ეფექტი ქონდა მაინც და გამოვედი ვაგონიდან, ვეძებ ნიკას, ზის თავისთვის წყნააარად, მივუჯექი გვერდით ისე რო ვერ დამინახა და ვეკითხები, თქვენი გაცნობა შეიძლება?? ნიკამ ისე შემომხედა ეს მთლად კარგად ვერააო… :დ წავედით მარჯანიშვილზე, დავინახე ჩემინავა ^^ მივესალმე, მერე უცბათ მეტიჩარა გაჩნდა ჩემს წინ. სულ სხვანაირი მეგონა, აი სულ. როცა ვიკითხე ვინები მოდიოდნენ, გიგას გაგონებაზე გავშრი. რომ წარმოვიდგინე რა უხერხულში იქნებოდა ის, მეც, ნიკაც… წასვლა მომინდა… მაგრამ let it be ჩამესმა და დავრჩი. მოვიდა გიგა. აი “ღმერთოოღონდესარა” სახით მოვიდა… გავაცანი ბავშვებს 😀 დაა ბოლოს მოვიდა ნანუკა, რომელსაც სუფთა ბლოგერული იერი აქვს და უფრო აპტარა აღმოჩნდა ^^

პიცა უნდა გვეჭამა, მაგრამ რომ გადავხედე ჩვენს თავებს, ძალიან მორიდებულები ვიყავით და პირველივე წამებში პიცის ჭამა უფრო მოერიდებოდა ყველას, ამიტო იქვე, ვარდების ბაღში წავედით. სკამი სუფთა არ მომეჩვენა და არ დავჯექი, მოგვიანებით სალფეტკი ვითხოვე და სკამს წმენდა დავუწყე და მანაგაძემ შენიშნა ჩემი ეს ჩვევა (პირველად რომ ვნახე ყველა სკამი სადაც დავჯექით ჯერ გავწმინდე).

რაზე ვილაპარაკეთ სხვა ბავშვებსაც გადასარევად უწერიათ. როგორი კარგი დღეც გამოვიდა ესეც… მთავარი რაც მინდა ავღნიშნო, იყო ის, რომ,

რომ არა თეთრაძე, როგორც ყოველთვის ივენთი მკვდარი იქნებოდა. ამ ბიჭს ყოველთვის კარგად გამოსდის ადგილების შერჩევა. Thanks dude.

რომ არა ჩემინავა, მთელი საღამო სიცილ-ხარხარით ვერ ვივლიდით სმარტიდან. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემინავა სნობი არ აღმოჩნდა, როგორიც ინტერნეტიდან მეგონა რატომღაც და პირიქით, ძალიან სასაცილო და უკომპლექსი იყო და თეთრაძეს ტროლავდა 😀

რომ არა მეტიჩარა, რომელიც სიჩუმეს ვერ იტანს, ჩუმად ვისხდებოდით. ძალიან საყვარელი იყო როცა ყველაფერი ბრუნავდა მასთან 😀 😀

ნანუკაც სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა ჩემი წარმოსახვითი ნანუკასგან. ცქნაფა და მხიარული 😀 ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი გავიცანი ^^

ნიკა წყნარი იყო რაღაც, დასტოინად ეჭირა თავი. :დ მარა დალევის პროცესში სასაცილო რაღაცეებს აკეთებდა, ბამბუკს ისე ჭამდა :დ

გიგა… ეს ბავშვი ჩემი ტკივილია :დ გამიხარდა რო რაღაცნაირად დალაგება დავიწყეთ ჩვენი არეული ურთიერთობისა, სიმართლეც ვუთხარი, რა აზრის ვიყავი მასზე და მოკლედ, როგორი ტიპია იცით? შეუძლია ან სულ ჩუმად იყოს და არაფერი თქვას, ან უცებ არსაიდან ისეთი გიჟობა მოხიოს და გაგაზოოოს… მაგარი შერეკილია 😀 ამის გამოც ვაფასებ(თ).

ამ საღამოს შეეწირა ჩემი კაბა, რომელიც პირველად ჩავიცვი და მინდა ავღნიშნო, რომ საშინელება იყო იმ ზღუდეებზე ძრომიალი, თავი Cat woman მეგონა.

ასევე თეთრაძის თეთრი ნაუშნიკები, რომელიც გაუწყდა და ვაგზლამდე წუწუნებდა თურმე .

ნიკას თითი, რომელიც მიწის თხილის კონსერვის გახნის დროს გაიჭრა (როგორ მოხაერხა ერთი)….

P.S